Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაიწყო ოფისის დანგრევა“ - ნახეთ რომელ არხზე გადავიდა „მთავარი არხიდან“ ნოდარ მელაძე

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელევიზია დატოვა, ცნობილი ხდება, სად გააგრძელებს მუშაობას ცნობილი ჟურნალისტი.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. „მთავარი არხიდან“ წასული არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანია „TV პირველის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა. ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, ნოდარ მელაძის არხზე მისვლა ტელეკომპანიისთვის უდიდესი შენაძენია და მას წარმატებებს უსურვებს.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„ჯოჯოხეთი დატრიალდა, გუშინ ბედნიერი იყო...“- ნიკა გვარამია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მელაძის "მთავარი არხიდან" წასვლის ზუსტი მიზეზი უცნობია. Facebook-ზე მან მხოლოდ ეს დაწერა: „ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე“.

„მთავარი არხის“ დაფუძნებამდე ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-ში მუშაობდა და ბოლო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილთან ერთად მუშაობა „მთავარ არხზე“ გააგრძელა.

ყველა ახალი ამბავი
0