14:36 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (142)
66 0 0

2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში, ქუთაისის და მესტიის გარდა, მგზავრთა გადაყვანა შემცირდა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებმა 2020 წლის დასაწყისიდან 711,5 ათას მგზავრზე მეტი მიიღეს – იანვრიდან მარტის ჩათვლით მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მგზავრთნაკადის კლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვითაა განპირობებული.

2020 წლის პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 479,1 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 40%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

სააგენტოს ცნობით, ბათუმის აეროპორტი დაახლოებით 47,6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიუხედავად შეზღუდვებისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდამ 16% შეადგინა – იანვრიდან მარტის ჩათვლით აეროპორტმა დაახლოებით 181,5 ათასი მგზავრი მიიღო.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა 34%-ით, ამბროლაურის აეროპორტში კი შემცირდა 3,1%-ით. 2020 წლის იანვარ–მარტში მესტიის აეროპორტი 1676 მგზავრს მოემსახურა, ამბროლაურის აეროპორტი – 189 მგზავრს.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყველა აეროპორტმა დაახლოებით 3,8 ათასი რეისი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,4 ათასი რეისით (27%) ნაკლებია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს, რომელსაც უცხოეთიდან თანამემამულეები ჩამოჰყავს. ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან აუცილებელ კარანტინს გადიან.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (142)

მთავარი თემები