Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ რა პირობებში უწევს თავის გალამაზება ია ფარულავას - მსახიობი ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Mamuka Khelashvili's Studioია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ია ფარულავა ერთ-ერთია იმ ცნობილ ქალბატონთაგან, რომლისთვისაც სილამაზის სალონი მეორე სახლია, თუმცა, კორონავირუსის გამო მსახიობი იძულებული გახდა თავის მოვლისთვის ამ ხერხისთვის მიემართა...

მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას სილამაზეს წლები ვერაფერს აკლებს. სოციალურ ქსელში ია ფარულავას სილამაზის, თავის მოვლის ხრიკებს ეკითხებიან. მსახიობმა ბოლო დროს ინფლუენსერობა დაიწყო და ხშირად უწევს ამა თუ იმ ბრენდს რეკლამას. იგი ერთ-ერთი წამყვანი სალონური ბრენდის სახეცაა, რის გამოც თითქმის ყოველდღე სარგებლობს სალონური მომსახურებით. იამ ისიც კი აღნიშნა, რომ სილამაზის სალონი მისი ნარკოტიკია. თუმცა, გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც ქვეყანაში თითქმის არაფერი ფუნქციონირებს, მსახიობმა თმის შესაღებად მისთვის უჩვეულო ხერხს მიმართა. როგორც ჩანს, მომღერალმა თმის შეღებვა სახლში გადაწყვიტა.

საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. 1987 წელს მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურიში მიწვეულმა რობერტ დე ნირომ ფესტივალის ნომინაციაში „ყველაზე ლამაზი ქალი“ ია ფარულავა დაასახელა. მისი გარეგნობა, ხასიათი და განწყობა ყველას ღიმილს იწვევს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი და ტელეწამყვანი 52 წლის არის. ყველას აინტერესებს, თუ რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და რა მეთოდებით ინარჩუნებს ვარსკვლავი სასიამოვნო გარეგნობას. ის აღნიშნავს, რომ კვირაში ორი დღე თავის მოვლისთვის აქვს გამოყოფილი. ერთ-ერთი ესთეტიკური კლინიკის „ანტიეიჯის“ ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების სახე და ხშირი მომხმარებელია.

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკაში ია ფარულავამ დიდი გამოცდილება მიიღო. არქივში ძველი კადრები ინახება, სადაც ია ჯონი დეპსა და რობერტ დე ნიროსთან ერთად პოზირებს.

ყველა ახალი ამბავი
0