Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველო–რუსეთის საზღვარზე საველე ჰოსპიტალი გაშალეს

© photo : Irakli Garibashvili / FBსამხედრო ექიმები საველე ჰოსპიტალში
სამხედრო ექიმები საველე ჰოსპიტალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საველე ჰოსპიტალი დაამონტაჟეს, განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

სპეციალისტები შეამოწმებენ ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინც საზღვარს გადმოკვეთს. თუ ადამიანს ექნება მომატებული ტემპერატურა ან სხვა სიმპტომი, რაც კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებაზე მეტყველებს, ის საველე ჰოსპიტალში განთავსდება. პაციენტს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

საქართველომ საზღვარი რუსეთთან 16 მარტს დაკეტა. გამონაკლისის სახით, ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლებს. ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა – სამი.

კარანტინში იმყოფება 4 682 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.

საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის საკონსულო განყოფილებამ მუშაობა შეაჩერა>>

ამ დროისათვის რუსეთში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 8 672 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 580, გარდაიცვალა 63 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0