13:01 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1195)
74 0 0

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. აჭარაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

ბათუმში 60 წლის ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. მისი ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულ პაციენტთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა, სულ 6 ადამიანი. გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისა, კარანტინშია კლინიკა „მედინას” რამდენიმე თანამშრომელიც. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სწორედ ამ კლინიკაში მიიყვანა.

ამ ეტაპზე ინფიცირებულის 37 კონტაქტია ცნობილი, მათგან 16 პირს ჩაუტარდა გამოკვლევა და ხუთი მათგანის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილი.

„ხუთიდან ოთხი პაციენტი არის ასაკოვანი, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ერთი არის მსუბუქი ფორმით. ერთის კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. სულ კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობას 15 პაციენტი გადის“, – განაცხადა „მედალფას" კლინიკურმა დირექტორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის ქალი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან. ახალ ინფიცირებულებს შორის ორი მისი ოჯახის წევრია – ერთი 60 წლის ქალის შვილია, მეორე კი მამა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. დანარჩენი სამი პირი კი ქობულეთში მშობლების სამეზობლოდან არიან, ვისთანაც ქალს კონტაქტი ჰქონდა.

კონტაქტების მოძიება ეპიდემიოლოგების მიერ ამ დრომდე მიმდინარეობს. ასევე ზუსტდება იმ მედიკოსთა ვინაობაც, ვისთანაც ხუთ ახალ ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, ვიდრე მათ ვირუსი დაუდასტურდებოდათ.

8  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1195)

მთავარი თემები