Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარიდან“ – ცნობილ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა სიმპტომები არ ჰქონია და ისე გადაიტანა, რომ მხოლოდ ახლახან შეიტყო ამის შესახებ.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბათუმელი საოპერო მომღერალი აჩიკო გოგიტიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი ისე გადაიტანა, სიმპტომები არ ჰქონია. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა.

მომღერალი წერს, რომ ტესტის გაკეთებას 10 დღის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა უარს ეუბნებოდნენ. სახლში წასვლის წინა დღეს აღებულმა ანალიზმა კი დადებითი პასუხი აჩვენა. ის ამჟამად თბილისში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩემო უსაყვარლესებო მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქ გადატანილი ვირუსი, სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე ძალიან ადვილი იყო გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის! კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ!“, – წერს მომღერალი.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 195 მოქალაქეს აქვს დაფიქსირებული. კორონავირუსი უკვე დაამარცხა 39 მოქალაქემ. გარდაიცვალა ორი.

კარანტინის რეჟიმშია – 4735, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 383 ადამიანი რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0