საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ტესტ-სისტემა
კორონავირუსის ტესტ-სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 156-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 344 პაციენტია.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.
31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0