კალაძე: მოვუწოდებ თანაგუნდელებს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს სოლიდარობის აქტს

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, შეუერთდნენ სოლიდარობის აქტს და დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც შექმნილ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება გვერდში დგომა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.

ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება>>

კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი ყოველთვის მზად არის, დამატებითი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში.

„ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ამ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფონდში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური მოქმედებებით, ასევე საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოწვევა ძალიან მალე მინიმალური ზიანით იქნება დაძლეული.

სადეზინფექციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

„თბილისის მერია კერძო სექტორის დახმარებით ახორციელებს მარტოხელა, სოციალურად დაუცველი მოხუცების პროდუქტით უზრუნველყოფის პროგრამას. იმავეს აკეთებს თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის, დამატებითი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა მერმა.

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა. ამ დროისათვის ფონდში 21 მლნ ლარია აკუმულირებული. ფონდში თანხებს რიცხავენ როგორც ბიზნეს-კომპანიები, ისე რიგითი მოქალაქეები.

გახარია: მოსახლეობის ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები სრულად დაუფინანსდება>>

ფონდის მიზანია – მთელი ამ თანხის ერთად თავმოყრა, რათა ის გამიზეულად ყველაზე პრობლემურ მიმართულებებზე გადანაწილდეს. პირველი მიმართულებაა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება.

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0