Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე მიულოცა ნინი ნებიერიძემ დაბადების დღე თემურ უგულავას – ფოტო

© courtesy of Nini Nebieridzeნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა
ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია.

მოდელ ნინი ნებიერიძეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. როგორც ჩანს, ნინი იზოლაციის პერიოდს ლოს-ანჯელესში ბავშვებთან ერთად ატარებს. „ინსტაგრამზე“ შიგადაშიგ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ ცხოვრობს ოჯახი კორონავირუსის პანდემიის დროს. ცოტა ხნის წინ ტოკიო უგულავა 2 წლის გახდა. მშობლებმა მისი იუბილე სახლში აღნიშნეს. ახლა კი იუბილარი მილიონერი თემურ უგულავაა.

მოდელი ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია. მათ რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ქალაქში ბევრს ჭორაობდნენ. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი.

View this post on Instagram

Quarantine birthday 😷🥳

A post shared by ninineb 🇬🇪 (@nini_internet) on

ცნობილი ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე და მილიონერი თემურ უგულავა უკვე 5 წელია ქორწინებაში არიან. მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიასთან. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ტოკიო ულამაზესი ბავშვია.

View this post on Instagram

❤️

A post shared by ninineb 🇬🇪 (@nini_internet) on

19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის თემურ უგულავას ქორწინების შესახებ საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ნინი სოციალურ ქსელში ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მოდელს სულაც არ აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე, კრიტიკის ავტორს პასუხი მაინც გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0