Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჯეი ლომ მითხრა, ეს რა ლამაზი რაღაც გაცვიაო, კი არ ვუთხარი, ათლარიანი რაღაც რომ მეცვა“

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია მეუღლესთან ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ერთ-ერთი ფილმის მასიურ სცენაში გადაიღეს, სადაც ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ლოპესიც მონაწილეობს. თოქ-შოუ „პროფილში“ ნუკი გამოტყდა, რომ გადაღებაზე საკმაოდ იაფიანი, თუმცა თვალშისაცემი ტანისამოსი ეცვა, რითიც ცნობილი ვარსკვლავის ყურადღება მიიპყრო და კომპლიმენტიც დაიმსახურა. „არ ვუთხარი, რომ ათლარიანი რაღაც მეცვა“, – აღნიშნა მსახიობმა.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია მეუღლესთან ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

ნუკი გამორჩეული ტელესახეა და ინფლუენსერობით არის დაკავებული, როგორც ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი. ახლა ის თბილისში იმყოფება პატარა ოლივერთან ერთად და ნოსტალგიურ სურათებს უფრო ხშირად აქვეყნებს.

View this post on Instagram

პანიკა არ შეიძლება!!!! არა, ისედაც არ ვარ “პანიკორი”, მაგრამ მაქვს ფრენა ერთ კვირაში, ღამე მეღვიძება ცივ ოფლში. თან აი ამ ვირუსის ისე არ მეშინია რამდენადაც, ამ ვირუსის არ აკიდებას რომ ცდილობ ბავშვით, ეს რა ნერვიულობაა , ხომ წარმოგინდგენიათ..!!!! ან როგორ გავაჩერო ან როგორ დავიზღვიო თავი. მოკლედ, ახლა ვწევარ, ბავშვს ვაძინებ და გინდა არ გინდა ვფიქრობ, ზოგჯერ თავი ფილმში მგონია, აი ძალიან მსუბუქათ რომ იწყება და მერე სამყაროს დასასრული რომ მოდის. არა არ გაშინებთ, ყველაფერი კარგად იქნება ზუსტად ვიცი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დალაგდება. იცით რა მინდა, მინდა მქონდეს ბევრი ფული,რომ არ ვდარდობდე ხვალინდელ დღეზე და ბარემ მთელი ჩემი ოჯახი ერთად იყოს და მეგობრები, ისე ნერვები მეშლება ჩემი ქმარი რომ შორს არის და მე აქ ვარ... ძნელია ასე ცალ ცალკე..:( თუ გაქვთ ეგ ბედნიერება, ერთად იყოთ ქმართან, შვილთან, დედასთან, საყვარელ ხალხთან დაკოცნეთ ჩაეხუტეთ და იცოდეთ არაფერი სანერვიულო არ არის, როდესაც ერთად ხართ. ხო ვიცი,ვიცი ვატრაკებ და ნეგატიურ სისულელეებს გახვევთ თავზე. უბრალოდ მეფიქრებოდა და გაგიზიარეთ😔

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

ნუკი კოშკელიშვილმა საკმაოდ თამამი და სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც საბუთები შეაგროვა და ამერიკისკენ გაეშურა. მას მაშინ უცნობი მამაკაცი – ექიმი ბენ ხაიმი ელოდა. როგორც ნუკი ჰყვება, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მსგავს ნაბიჯს გადადგამდა და უცხო ქვეყანაში უცნობ კაცთან გაემგზავრებოდა. მაგრამ ყველაფერი კარგად აეწყო. ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონას ელოდებოდა. ბენის თქმით კი, ის გრძნობდა, რომ ბიჭი ეყოლებოდათ. პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალური ქსელით ირკვევა, ნუკი და მისი მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნას დედის მშობლიური ენა კარგად ესმის, პასუხის გაცემასაც ცდილობს, მაგრამ გამართულად ჯერ არც ქართულად, არც ინგლისურად არ საუბრობს. თუმცა, სიტყვა „დედას“ გარკვევით ამბობს.

ყველა ახალი ამბავი
0