Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ოდესიდან ბათუმისკენ გამოვიდა ბორანი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან

© Sputnik / Vladimir Umikashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა საჰაერო და სახმელეთო გზებისა, საქართველოს მთავრობას საზღვარგარეთ დარჩენილი თანამემამულეები ზღვითაც ჩამოჰყავს. უკრაინიდან ბორნით 44 ადამიანი მოემგზავრება.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ოდესიდან ბათუმისკენ გამოვიდა ბორანი, რომლის ბორტზე საქართველოს 44 მოქალაქე იმყოფება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კიევში საქართველოს საელჩომ და ოდესაში და დონეცკში გენერალურმა საკონსულოებმა მოქალაქეები პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყვეს და სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარნენ. საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნებაში ეხმარება.

 Air China  - Sputnik საქართველო
ახალი სპეცრეისები: მთავრობა უცხოეთიდან საკუთარი მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესს აგრძელებს

ბოლო ათ დღეში ბორნით სამშობლოში დაახლოებით 200 მოქალაქე დაბრუნდა. მათ შესაბამისი თხოვნით მიმართეს საქართველოს საგარეო უწყებას, საელჩოსა და საკონსულოებს.

საქართველოს საგარეო უწყების ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება 4 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეძლო. მათ საკარანტინო ზონებში ათავსებენ, სადაც მედიკოსების დაკვირევბის ქვეშ 14 დღის განმავლობაში იმყოფებიან.

კიდევ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში იმყოფებიან, საცხოვრებლითა და პირველადი მოხმარების საგნებით დაეხმარნენ.

ყველა ახალი ამბავი
0