Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნატალიკომ სასწაული ჩაიდინა“ – ნახეთ რას უქვეყნებს კრისტი ყიფშიძე ქალიშვილს

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობისა და მოდელის ქალიშვილს მთელი საზოგადოება იცნობს მისი ოჯახის წყალობით. სამოდელო კარიერაში წარმატებული კრისტი ნატალია ყიფშიძის მომავალზე ზრუნავს.

ყველასათვის ცნობილი გიორგი და კრისტი ყიფშიძეების ქალიშვილს საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. სიმპათიურმა ბიჭმა ნატალიას მეგობრების ყურადღება მიიქცია. მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მიმართ ყურადღება არასდროს წყდება. მით უმეტეს, მის ოჯახში ახალი თაობა იზრდება, რომელთაც უკვე არანაკლებად იცნობენ. ზურა ყიფშიძეს ორი შვილი – გიორგი და ლენუკა ჰყავს. და-ძმა ნაადრევად დაოჯახდა და ახლა ერთი ასაკის შვილები ჰყავთ.

ლენუკა ყიფშიძე ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება და მის ოჯახს ნაკლებად იცნობენ. გიორგი კი სკანდალებითა და ქარიზმატულობით აღსავსეა და ნატალიაც მამას დაემსგავსა. გოგონამ სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა. ყველას აინტერესებდა ნატალიას საბანკეტო კაბა და მომავალი პროფესია. ნატალიას ბავშვობიდან მსახიობობა სურდა, მაგრამ აბიტურიენტობისას გადაწყვეტილება შეიცვალა. ყიფშიძეების ქალიშვილმა მომავალი ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სფეროს დაუკავშირა.

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. ცოტა ხნის წინ დედამ შვილის გაკეთებული ნამცხვრის ფოტო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დადო და მას „სასწაული“ უწოდა. როგორც ჩანს, ნატალიას კულინარიული ნიჭი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0