საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალური მობილური აპლიკაციის დანერგვაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპლიკაცია საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს მომხმარებლის მარშრუტის სინქრონიზება ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებთან იმ ადგილების შესახებ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე შეიძლება ყოფილიყო.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ავსტრიასთან მობილური აპლიკაციის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას იძლევა, თვალი ვადევნოთ დაინფიცირებულ ადამიანთან შესაძლო კონტაქტს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, საჭიროა ამ აპლიკაციის ადაპტირება საქართველოსთვის და ტექნიკური მხარის გათვლა.

ექიმი კორონავირუსით დაავადებულთან მუშაობის პროცესში - Sputnik საქართველო
კორონავირუსისგან სახლში განკურნებაში ადამიანებს ოჯახის ექიმები დაეხმარებიან

„კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური მობილური აპლიკაციების დანერგვაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა, რათა დაინერგოს ჩვენთანაც“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ცნობილია, ეს აპლიკაცია საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს მომხმარებლის მარშრუტის სინქრონიზება ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებთან იმ ადგილების შესახებ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე შეიძლება ყოფილიყო.

COVID-19-ით სიკვდილიანობას ეს აცრა განსაზღვრავს: მეცნიერები სენსაციურ კვლევას აქვეყნებენ>>

თუ კონტაქტი გამოვლინდება, ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია დაავადებულთან გადაკვეთის ადგილისა და დროის შესახებ.

ინფიცირებული პაციენტების შესახებ საინფორმაციო ბაზას ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად განაახლებს.

ყველა ახალი ამბავი
0