საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 260 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 23, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 260 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0