ქვეყანაში კორონავირუსის გამო ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადებამ ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. „მე წინ მივრბივარ და უკან პოლიცია“ – ასეთი ფოტო გამოაქვეყნა მსახიობმა სოციალურ ქსელში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მხიარულ რუსკა მაყაშვილს ოჯახის წევრებიც განსაკუთრებულად მხიარული ჰყავს. მათი პოზიტიური განწყობა ყველას მოსწონს, შესაბამისად, რუსკა და მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა გადაცემების სასურველი სტუმრები არიან. რუსკას ერთი ვაჟი – პატარა ილია ჰყავს. მას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ რუსკა არ ჩქარობდა. სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა.
რუსკა მაყაშვილი პირად ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, სანდრო ნიჟარაძეზე არასდროს საუბრობს. წლების მანძილზე სანდრო და რუსკა ერთად იყვნენ, პირად ცხოვრებას აშენებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო.
View this post on Instagramყველას დიდი მადლობა ამდენი მოლოცვითვის , მიხარია ასე რომ გიყვართ ჩვენი ილია #ილია2წლის ⭐️
რუსკამ საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია, როდესაც მსახიობი პირველად „საქართველოს ბანკის“ რეკლამაში 2010 წელს ფიფქიის როლით გამოჩნდა. მისი არტისტული ილეთები და მიმიკები ახალმა თუ ძველმა თაობამ თანაბრად შეიყვარა. მალევე გარეთ აჩერებდნენ და ავტოგრაფს სთხოვდნენ.