გახარიამ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliღამე თბილისში. დიდუბე
ღამე თბილისში. დიდუბე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა თბილისელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა – რომ ისინი მშვიდად შეხვდნენ კომენდანტის საათის დაწესებას და იცავენ მის პირობებს.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ ქვეყანაში გატარებულ ზომებს.

კარანტინის რეჟიმი. პოლიცია და სამხედროები თბილისის შემოსასვლელში - Sputnik საქართველო
კომენდანტის საათი: პირველმა ღამემ მშვიდად ჩაიარა

საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და შემოღებულია კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

„მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, როგორც ისინი მოეკიდნენ, განსაკუთრებით, გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმთ, ეს მიუთითებს, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა საერთო პასუხისმგებლობა აღიქვეს.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რითიც შესაძლებელია ამ გამოწვევასთან სწრაფად გამკლავება.

ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 115 ადამიანს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელდა 23, კარანტინში იმყოფება 5 783, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ დაინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში გაიზრდება.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 1 აპრილისთვის>>

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო,  31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კომენდანტის საათის ფარგლებში საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე სრულად აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0