Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ როგორ სცემეს კახა კალაძე – ანუკი არეშიძე ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძის და კახა კალაძის დიდი ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი დიზაინერი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების და ვიდეოების გაზიარებას არ წყვეტს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. მისი „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ხშირად ხვდება ყველაზე უმცროსი ვაჟი ნიკოლა კალაძე, რომელიც 2018 წლის სექტემბერში საფრანგეთში დაიბადა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. მშობლებმა ნიკოლა კალაძე საზოგადოებას მისი გაქრისტიანების შემდეგ აჩვენეს. ცოტა ხნის წინ დიზაინერმა უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლა მამას სცემს, ვაჩე კი კუთხეში გაბუტული ზის დივანზე.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლა კალაძე დედას ძალიან ჰგავს. პატარა ბიჭმა მშობლების ცხოვრების რიტმი შეცვალა.

როგორც ანუკი აღნიშნავს, ბიჭები მისი მოტივატორები არიან. ანუკი არეშიძე და კახა კალაძე შვილებში დიდ სიყვარულსა და მეგობრობას აღვივებენ. პატარა ბიჭები ერთმანეთს უვლიან და უფროსები დედას უმცროსების აღზრდაში ეხმარებიან.

ანუკი არეშიძემ ამის დასტურად ჯვრისწერის ფოტოები არაერთხელ გამოაქვეყნა. სურათებზე უფროსი ვაჟი ლევანი ყველაზე პატარა ნიკოლას ხელით დაატარებდა. ანუკიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია ლევანისა და დანარჩენი ვაჟების არსებობით, რადგან ისინი ძალიან მეგობრობენ.

View this post on Instagram

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა, ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.
ყველა ახალი ამბავი
0