ეზუგბაია: ინფიცირების ბოლო ორი შემთხვევა ინგლისის კლასტერს უკავშირდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 31 პაციენტი გადის, აქედან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ხოლო ხვალ გახდება ცნობილი რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხი

თბილისი,  30 მარტი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი თბილისის ინფექციური საავადმყოფოში იმყოფება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ორივე მათგანის ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება.

„დღეს დილით იყო 97, დაემატა სამი პაციენტი, დღეს საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა. დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის დადასტურებული. ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ინგლისის წყაროდან, იმ ჯგუფიდან კიდევ ორი. ანუ, ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსი ქვეყანაში - Sputnik საქართველო
აჭარაში საკარანტინო ზონა 300 ადამიანმა დატოვა

ეზუგბაიას განმარტებით, სამივე ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის.

ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობს. აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა კვლავ პრობლემურია, ორის მდგომარეობა კი განსაკუთრებუით მძიმედ ფასდება.

ამასთან, მისი თქმით, რამდენიმე პაციენტის პირველადი ტესტის პასუხები უარყოფითია, ხოლო განმეორებით ტესტის პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. შესაბამისად, ხვალვე გახდება ცნობილი, გამოჯანმრთელდნენ თუ არა ისინი კორონავირუსისგან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 18.  კარანტინში რჩება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საგანგებო ბრფინგზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინე რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის 08:00 საათიდან შევა.

მარნეული - Sputnik საქართველო
მარნეულში ხუთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა

21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი ამოქმედდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი მტრანსპორტის მუშაობა, ტაქსის მძღოლებისთვის მკაცრი რეგლამენტი დაწესდა: ნებადართულია მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურება. დაიკეტა ქალაქები თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი და რუსთავი.

ყველა მოქალაქე ვალდებულია ქუჩაში გადაადგილებისას თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.

 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონებად გამოცხადდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0