ლევან დავითაშვილი – მოსახლეობას პურის მიწოდების პრობლემები არ ექნება

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებისთვის პროდუქციის უწყვეტად მიწოდების მიზნით პურის მწარმოებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. დღეისათვის პურის მწარმოებელ საწარმოებში საკმარისი მარაგებია, წარმოების პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მადონა კოიძე - Sputnik საქართველო
მადონა კოიძე:  შეუფუთავი პურის გაყიდვა უნდა აიკრძალოს

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების – შპს „პურის“ („იფქლი დიღომი“) და „იფქლის“ საწარმოო სიმძლავრეებსა და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

„დღევანდელ რთულ ვითარებაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საზოგადოებისთვის პროდუქციის უწყვეტად მიწოდების მიზნით პურის მწარმოებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. 

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: სამაცივრე მეურნეობებში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგები არსებობს

გავრცელებული ინფორმაციით, შპს „პური“ დღიურად 14 სახეობის 120 ათას ცალ პურს აწარმოებს, კომპანია „იფქლი“ კი 37 სახეობის 180 ათას ცალ პურს.

საწარმოებში მაქსიმალურადაა დაცული დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

საქართველოს მთავრობამ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამა დაამტკიცა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყო სურსათის ცალკეულ სახეობებზე ფასების დაზღვევისთვის. პროგრამა გულისხმობს ფასების სხვაობის დაზღვევას გაცვლითი კურსის მიხედვით ცხრა სახეობის პროდუქტებზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, მშრალი რძე და ლობიო.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0