ცერცვაძე: ხარისხიანი სწრაფი ტესტები არსად არ არის

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპრეს–ტესტებმა, რომლებსაც საქართველოში იმედით ელოდებოდნენ, ვერ გაამართლა – ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ინფექციონისტი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ 30-პროცენტიანი მგრძნობელობა აღმოაჩნდა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. კორონავირუსის გამოსავლენი ხარისხიანი სწრაფი ტესტები მთელ მსოფლიოში არსად არის, განაცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 98-მდე გაიზარდა>>

მისი თქმით, საქართველოს აქვს სწრაფი ტესტების შეძენის საშუალება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პროდუქტი დაბალი ხარისხისაა. ასეთი ექსპრეს–ტესტების გამოყენებას სპეციალიტები შეცდომაში შეჰყავს და ეს სწორი დიაგნოზის დასმას ხელს უშლის.

„გაცილებით მეტი ფული გამოიყენება თუნდაც ეკიპირებაზე. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ სახელმწიფომ ფული დაზოგა ან არ მოინდომა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოში არ მოიპოვება ხარისხიანი სწრაფი ტესტები. ნუ იტყუებთ თავს. მე პირადად, ჩემი საავადმყოფო, მიუხედავად იმისა, რომ არ მევალება, დავინტერესდით და 5 სწრაფი ტესტი შემოვიტანეთ გასასინჯად. ზოგი ვიყიდეთ. არც ერთმა არ გაამართლა. 30% აქვს ყველას მგრძნობელობა. 30%-იანი მგრძნობელობით ტესტი რომ გქონდეს, ჯობია სულ არ გქონდეს, იმიტომ რომ ის შეცდომაში შეგიყვანს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
საქართველომ ესპანეთის კვალდაკვალ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს ტესტებზე უარი თქვა

არის ასევე სწრაფი ტესტები, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.

რიგი ოპოზიციური პარტიები ბოლო დროს აქტიურად აკრიტიკებენ ხელიუფლებას. მათ არ მოსწონთ, რომ ქვეყანაში ცოტა რაოდენობითაა სწრაფი ტესტები და ხელისუფლება მოქალაქეების საყოველთაო ტესტირებას არ ახდენს. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტიც კი ჩაიტარა და მისი სარგებლობა აჩვენა.

ცოტა ხნის წინ საქართველომ გააუქმა ხელშეკრულება COVID-19-ის ექსპრეს-ტესტების მოწოდებაზე ჩინურ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-სთან, რომლის პროდუქციის ხარისხზეც ესპანეთში დაეჭვდნენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან, რომელიც 2 ათას ტესტს გამოგზავნის. თუ ტესტების ხარისხი ნორმების შესატყვისი იქნება, შეიძენენ დამატებით პარტიას. ტესტებს ინფექციონისტების რეკომენდაციებით არჩევენ.

თნგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა

საქართველოში შემოტანილი ყველა ტესტი საგულდაგულოდ მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებენ მათ დიაგნოსტიკაში, ხოლო ის ექსპრეს–ტესტები, რომელთა სანდოობაშიც ეჭვი გაჩნდა, დაბრუნდა ჩინეთში.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 98-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 266.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ასევე გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, კერძოდ, შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0