ფრენების განრიგი აპრილის დასაწყისში – რომელი ქვეყნებიდან შესრულდება რეისები საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული რეისის დროს, ჯანმოს პროტოკოლის მიხედვით, ბორტზე იქნება არაუმეტეს 100 მგზავრისა. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. აპრილის პირველ ნახევარში ჩარტერული რეისებით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, საბერძნეთსა და კვიპროსზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეები – დეტალური ინფორმაცია>>

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, დაგეგმილ რეისებს დაემატა ერთი რეისი 3 აპრილს.

ფრენების განრიგი აპრილის პირველ დეკადაში

რიცხვი მიმართულება ავიაკომპანია
31 მარტი ამსტერდამი–თბილისი Georgian Airways
3 აპრილი ბერლინი–თბილისი Georgian Airways
3 აპრილი ვარშავა–თბილისი LOT Polish Airlines
4 აპრილი ლონდონი–თბილისი Georgian Airways
7 აპრილი ათენი–თბილისი Georgian Airways
10 აპრილი ლარნაკა–თბილისი Georgian Airways

ბილეთები აღნიშნულ რეისებზე ხელმისაწვდომი იქნება რეისამდე ორი დღით ადრე Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე, ხოლო ვარშავიდან რეისზე – LOT Polish Airlines-ის ვებ-გვერდზე.

მგზავრის შემოწმება საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე - Sputnik საქართველო
საქართველოს საბაჟო პუნქტები კორონავირუსის გამო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდნენ

თითოეული რეისის დროს, ჯანმოს პროტოკოლის მიხედვით, ბორტზე იქნება არაუმეტეს 100 მგზავრისა. საქართველოს მთავრობის მითითებით კი ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინში მოთავსდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები 18 მარტიდან დაკეტა (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა). 21 მარტს კი მთავრობამ ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0