Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ადამიანები დიდ ჯგუფებად იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ...“ – გიორგი კეკელიძე

© courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 98-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა, საზოგადოების ნაწილი სახლში მაინც არ რჩება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

„გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე – საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები წამოვიღე. ჰოდა, იმ გზაზე, ცხადია, ადრეც ხშირად გამივლია – მაშინ დიდწილად ცარიელი იყო სოფლის ქუჩები. გუშინ კი – ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ. მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე – ორი კვირა. კიდევ ერთხელ და უმორჩილესად გთხოვთ – მოიკრიბეთ ძალა და დარჩით სახლში!“ – წერს სოციალურ ქსელში კეკელიძე.

გიორგი გახარია რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში - Sputnik საქართველო
„სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ“: რუხის კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 98-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.

ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0