„დარჩი სახლში, დარჩი საწოლში“ - თუთიყუშის მოწოდება - ვიდეო

CC0 / Pixabay / თუთიყუში
თუთიყუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც თუთიყუში ჩიკოლინო საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი თუთიყუშის ვიდეოს აქვეყნებს.

„დარჩი სახლში!- ჩიკოლინო მკაცრ განცხადებას აკეთებს და მოგიწოდებთ არა თუ უბრალოდ სახლში, დარჩეთ საწოლში (ეს არ გვისწავლებია, თავად მოიგონა). ორ დღეში ისწავლა ამ პაწუკამ „დარჩი სახლში” და ახლა ათასგვარ ვერსიას გვთავაზობს. ჩემი თუ არ გჯერათ, დაუჯერეთ ჩიკოლინოს რა“,– წერს სოციალურ ქსელში მანანა თოქმაჯიშვილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 257.

ყველა ახალი ამბავი
0