მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტს დაიწყება

© Sputnik / STRINGERმასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე
მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

სამინისტროს ცნობით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისთვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული სახით ვებ-გვერდზე online.naec.ge.

წინასაგამოცდო პერიოდში აპლიკანტებისთვის უწყების Facebook–გვერდზე ონლაინ–კონსულტაციები გაიმართება. კერძოდ, ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

უწყების ცნობით, თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს. პედაგოგობის მსურველი პირი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარებას შეძლებს.

განათლების მინისტრის მოადგილე: „მასწავლებლების ნაწილს თავისი ცოდნის გამოყენება არ შეუძლია">>

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტ-ქულებს.

საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.

ყველა ახალი ამბავი
0