გომელაური: დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა ამკაცრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, იუწყება პირველი არხი.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
თეა წულუკიანი: მაქსიმალური ყურადღება ექცევა იმას, რომ ციხეებში არ მოხდეს ვირუსის შეტანა

გომელაურის განცხადებით, ინტენსიურად კონტროლდება საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი, მათ შორის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები, რომელთა დარღვევისთვის კანონით დაწესებული ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცველებმა უკვე გამოწერეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.

მარნეულსა და ბოლნისში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, კონტროლდება შიდა გზებიც. შსს-ს თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში იცავენ წესრიგს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

დიმიტრი ხუნდაძე: „საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ“>>

27  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 13, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4505, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0