Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი გული მანდ არის...“ – ინგა გრიგოლია ეტლით გადაადგილდება – რა მოუვიდა ტელეწამყვანს?

© photo: Izosia / FBИнга Григолия
Инга Григолия - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სახლში ეტლით გადაადგილდება. პოპულარულმა წამყვანმა საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. „TV პირველის“ გენერალური დირექტორი სახლშია იზოლირებული და თავისუფლად ვერ მოძრაობს.

ინგა გრიგოლია „TV პირველის“ მაუწყებლობას სახლიდან აკონტროლებს. ცნობილმა ტელეწამყვანმა რამდენიმე დღის წინ ფეხი მოიტეხა და ახლა ეტლით გადაადგილდება. მის სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გაერთიანდა. ზოგი გაურკვევლობაშია, თუ რა სჭირს ინგას, ზოგი კი გულმოდგინედ ამხნევებს მას. ვიდეოს კომენტარებში პოპულარული ტელესახეები გაერთიანდნენ. დიანა ტრაპაიძის კომენტარს „ჩემი ინგა გრიგოლია, ფეხმოტეხილიც გენერალი ხარ!“, ჟურნალისტმა ასე უპასუხა: „გენერალი კი არა, ტრაწიანი პუსტა ვარ“...

პოპულარული ჟურნალისტი 17 წლის ასაკში დაოჯახდა, ჰყავს 29 წლის შვილი – მარიამი და, როგორც თავად ამბობს, სტუდენტობის პერიოდში რომ არ დაოჯახებულიყო, ოჯახს დღემდე არ შექმნიდა.

„18 წლის ვიყავი, როდესაც მარიამი მეყოლა. ყოველთვის ვამბობ, დროზე ადრე რომ არ გავთხოვილიყავი, ალბათ ოჯახს არასდროს შევქმნიდი. არ შემიძლია, როდესაც ჩემ სახლში ჩემ გარდა ვინმე სხვა დადის. რაც არ უნდა მიყვარდეს, რამდენიმე დღე რომ ვნახო ჩემ სახლში, შეიძლება გავგიჟდე. კაცური ხასიათი მაქვს“, – აღნიშნა გრიგოლიამ. ინგა გრიგოლიას რვაჯერ დაუხურეს გადაცემა, თუმცა ის დღემდე შეუპოვრად აგრძელებს კარიერას და ბევრი ადამიანისთვის სიძლიერის მაგალითია. ამიტომ შეადარეს კოლეგებმა გენერალს.

ყველა ახალი ამბავი
0