„ტელესკოლა“ ეთერშია: გაკვეთილების ცხრილი უკვე ცნობილია

CC0 / Pixabay / ბავშვი ტელევიზორთან
ბავშვი ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტროს ეს ნაბიჯი იმაზეა გათვლილი, რომ კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში ბავშვები სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროექტის „ტელესკოლის“ გაკვეთილების განრიგი, რომელიც კარანტინის პერიოდში მოსწავლეებს დაეხმარება, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას და ისწავლონ დისტანციურად. 

გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
როდის განახლდება სწავლა სკოლებში – პრემიერის არადამაიმედებელი პროგნოზი

საქართველოში 30 მარტიდან პროექტი „ტელესკოლა“ ამოქმედდა. იგი ითვალისწინებს ტელევიზიის ეთერით ქვეყნის ყველა საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩვენებას. განათლების სამინისტრომ ეს პროექტი მოამზადა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სწავლა შეჩერდა, ინტერნეტით დისტანციურ სწავლებაზე კი, სამწუხაროდ, ყველას არ მიუწვდება ხელი.

ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი, რომელზეც „ტელესკოლის“ ტრანსლირება მოხდება, უკვე ეთერშია. არხის სახელწოდებაა „პირველი არხი – განათლება“ და მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ ბაზაზე.

ახალი საგანმანათლებლო არხისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ლოგო, შეფუთვა, სამაუწყებლო ბადე და საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“.

ყველა კლასისთვის გაკვეთილების ცხრილის ნახვა შესაძლებელია ვიდეორგოლში. იგი მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს. 

პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.
პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ „კლასგარეშე გაკვეთილები“ – მათ დასვენების დღეებში აჩვენებენ. მოსალოდნელია, რომ ეთერით გადაიცემა ასევე სპორტის, ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები, გარდა ამისა პროგრამირების გაკვეთილები, მუსიკის გაკვეთილები კომპოზიტორისა და შემსრულებლის დათო ევგენიძისგან და „მშობელთა საათი“.

„ტელესკოლის“ ეთერით გადაიცემა ასევე დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია), Arte-ს და BBC-ს დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები.

პროგრამაში იქნება „აბიტურიენტის საათიც“, რომლის დროსაც აბიტურიენტები მოისმენენ პასუხებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

ყველა ახალი ამბავი
0