Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აფექტის ქვეშ ვიყავი და აგრესიულად ვესაუბრებოდი ექიმებს“ – რა დაემართა ანი ბებიას?

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი ანი ბებია შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს. ილო ბეროშვილის მეუღლე ანი ბებია ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალს უხეში საუბრის გამო ბოდიშს უხდის. ნახეთ, რას წერს პოპულარული ტელეწამყვანი საკუთარ გვერდზე.

ცნობილ სახეებს ილო ბეროშვილს და ანი ბებიას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. პოპულარული ცოლ-ქმარი ტელეეკრანებზე ერთობლივად „ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სერიალის გმირს შავლეგ მადლიანს ვაკეში არსებული აფთიაქის ფარმაცევტი შეუყვარდა. ფარმაცევტის როლს ანი ბებია ასრულებდა. რეიტინგულ სერიალში მათი სასიყვარულო ისტორია არ განვითარდა, წყვილს შორის კი სასიყვარულო ქიმია, როგორც თავად ამბობენ, მანამდე დაიწყო. ილო ბეროშვილი პირველად წლების წინ დაოჯახდა, ანი ბებიასთვის კი ეს პირველი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ანი ბებია სატელევიზიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ ეკრანებზე ახალი სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" გამოჩნდა. ქართულ სერიალში ანის მთავარი როლი მიანიჭეს. ახლა კი ულამაზესი ფეხმძიმე „მთავარი არხის“ დილის გადაცემა „შენი დილის“ ერთ-ერთი განსხვავებული წამყვანია.

ფეხმძიმობის შესახებ ანი ბებიამ ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა. მოგვიანებით წყვილმა ბავშვის სქესი გაასაჯაროვა. მათ ვაჟი შეეძინებათ. ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და ვაჟის სახელი გაამხილა. პატარა ბიჭუნას ჯერის დაარქმევენ. მორიგ კონსულტაციაზე წასულ ანი ბებიას ექიმებთან შელაპარაკება მოუვიდა, რასაც გულახდილად ნანობს და მომხდარს პოსტიც კი მიუძღვნა.

„2 დღის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მომიწია ყოფნა, როგორც პაციენტს. ტკივილის გამო აშკარად აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. ძალიან აგრესიულად ვიქცეოდი და ვესაუბრებოდი ექიმებს, რის გამოც ძალიან მრცხვენია და მინდა ბოდიში მოვიხადო. ბოდიში ყველას ვისაც ვეუხეშე!“ – წერს მსახიობი ანი ბებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0