მარნეულსა და ბოლნისში 19 ათასამდე ადამიანი შემოწმდა

© photo : Irakli Garibashvili / FBკარანტინი მარნეულში
კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონად გამოაცხადა.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მარნეულში 15 ათასი ადამიანი, ხოლო ბოლნისში 3,4 ათასი ადამიანი შემოწმდა, განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. 

კორონავირუსის ტესტები ჩინეთიდან - Sputnik საქართველო
ჩინეთის მიერ ნაჩუქარი ტესტები კორონავირუსზე უკვე საქართველოშია

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4346, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტია.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ამ ორ მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არც ერთ ადამიანს არ დაუდასტურდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.

საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი 1000 ექსპრეს-ტესტი საჩუქრად გუშინ მიიღო. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გამოყენება, პირველ რიგში, სწორედ მარნეულსა და ბოლნისში მოხდება.

„სწრაფ ტესტირებებზე საველე ჰოსპიტლიდან აღებული ნაცხების პასუხები ნაცვლად 6 საათისა, გვექნება საათ-ნახევარში, რაც აადვილებს საქმიანობას და თვითონ ჰოსპიტლის პერსონალისთვის ზრდის კომფორტს. ამიტომ რიგები არ არის. მომართვიანობა ჩვეულებრივ რეჟიმშია და კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისი თქმით, მარნეულში შემოწმებული 15 ათასი ადამიანიდან მხოლოდ ოთხს ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა არავითარი სხვა სიმპტომატიკა გამოხატული არ ჰქონდათ და კორონავირუსთან კავშირი გამოირიცხა.

როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, დღეს 10 ათასი პირბადე და სხვა აუცილებელი აქსესუარები იმ ადამიანებს დაურიგდება, რომლებსაც საკარანტინო ზონაში უწევთ საქმიანობა. 

მიხეილ დაუშვილი - Sputnik საქართველო
რას მოხმარდება საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მობილიზებული მილიონები?

„ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტები არის. დღეს მივიღეთ 10 ათასი ნიღაბი და საჭირო აქსესუარები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განაწილდა და პირველ რიგში იმ ადამიანებს დაურიგდება, ვისაც ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა უწევს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0