პოლიკლინიკისთვის მიმართვა აუცილებელი არ არის – ექიმები კონსულტაციას ტელეფონით გაგიწევენ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შეიქმნება ერთიანი საკომუნიკაციო სატელეფონო სისტემა, რომელიც მიიღებს „112“-ში შესულ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან დაკავშირებულ ყველა ზარს. აბონენტები ოჯახის ექიმებისგან კვალიფიციურ კონსულტაციებს მიიღებენ.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოში შეიქმნება ახალი სატელეფონო მომსახურების სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები ექიმის კონსულტაციას მიიღებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, ღამით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია

ექიმებთან დამატებითი კონსულტაციები კორონავირუსის გავრცელების შეკავებასა და მომავალი რისკების აღკვეთას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ექსპერტები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სპეციალისტები სატელეფონო სისტემის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეაგირებას მოახდენს კორონავირუსთან დაკავშირებულ ზარებზე.

„შეიქმნება ერთიანი საკომუნიკაციო სატელეფონო სისტემა, რომელიც მიიღებს „112“-ში შესულ ტემპერატურასთან და კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან დაკავშირებულ ყველა ზარს. პასუხებს და რეკომენდაციებს კვალიფიციური ოჯახის ექიმები გასცემენ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ ოჯახის ექიმები საკუთარ რაიონებში, თუ ამის აუცილებლობა შეიქმნა, პაციენტების მდგომარეობას გააკონტროლებენ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში COVID-19 77 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 10, კარანტინში იმყოფება 4055, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი. 

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო
კარლ ჰარცელი – საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი.  

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0