„დამთავრდა თვითიზოლაციის ვადა“ – გუდაურის რესტორნის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

გამოწერა
„მთვრალი ალუბლის“ ხშირ სტუმრებს, სამ ჩეხ ტურისტს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამ რესტორნის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. გუდაურში მდებარე რესტორან „მთვრალი ალუბლის“ თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. განცხადებას ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გუდაური - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი ნაბიჯია

„დღეს დამთავრდა ჩვენი თვითიზოლაციის ვადა და ყველანი ჯანმრთელები ვართ, შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენს სტუმრებს ჩვენგან საფრთხე არ ჰქონია. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„მთვრალი ალუბლის“ თანამშრომლები თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომლებიც მარტის დასაწყისში რესტორანს ხშირად სტუმრობდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

„მაინც ვერ ჩავიცვი ქურქი“ - თბილისური ზამთრის სევდა - Sputnik საქართველო
„მაინც ვერ ჩავიცვი ქურქი“ – თბილისური ზამთრის სევდა

ამ ინფორმაციის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზამთრის კურორტების სეზონი დროზე ადრე დაიხურა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 9 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0