ლისის ტბაზე და ბათუმის ბულვარში სეირნობა რეკომენდებული არაა: ახალი აკრძალვები საქართველოში

გამოწერა
დარჩით სახლში და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს – ხელისუფლება მოსახლეობას ყოველდღიურად აფრთხილებს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მოუწოდებენ, დროებით თავი შეიკავონ ლისის ტბაზე სტუმრობისგან – ამის შესახებ ნათქვამია ლისის ტბის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

აეროპორტი - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებული ავსტრიელი პილოტი სამშობლოში სპეცრეისით გაფრინდა

„ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, თუ მოქალაქე ლისის ტბაზე ოჯახის ორ-სამ წევრთან ერთად მივა, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა მოიყრის თავს, რაც საფრთხეს შეუქმნის ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობას.

სახლში დარჩენის თხოვნით მიმართა ბათუმელებს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამაც. ბათუმში კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვებია დაწესებული: მოცემულ მომენტში არ შეიძლება სპორტულ-გასართობი ცენტრების სტუმრობა, ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა, ასევე დაკეტილია სკეიტ-პარკი და სხვა გასართობი ადგილები.

„მაქსიმალურად შეზღუდეთ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით სოციალური დისტანცია! ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი მაქსიმალურად დაიცავით დეზინფექციის ნორმები“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 67 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055  მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

 

ყველა ახალი ამბავი
0