ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა - მთავრობის ახალი დადგენილება

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-მდეა გაზრდილი

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოში ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა. შეზღუდვა საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესდა, აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია ნათქვამი.

კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში - Sputnik საქართველო
საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში: კონკრეტული წესების ჩამონათვალი

დოკუმენტში ღონისძიების ორივე სახე დაკონკრეტებულია, რადგან ორივე შემთხვევაში ხალხმრავლობაა მოსალოდნელი.

„იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)“, - ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

ექიმები და კორონავირუსზე ეჭვმიტანილი - Sputnik საქართველო
ქალები თუ მამაკაცები: ვინ უფრო მეტად ავადდება კორონავირუსით - ეპიდემიოლოგი განმარტავს

გარდა ამისა, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-მდეა გაზრდილი.

კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა გადაცემის წყარო ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

ყველა ახალი ამბავი
0