Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკოლა კალაძემ დიზაინერი დედის მობილური მოიპარა და ვიდეოს ჩუმად იღებს – უსაყვარლესი ვიდეო

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატარა ნიკოლა კალაძემ დედის მობილურით პოზიტიური ვიდეო გადაიღო. ანუკი არეშიძე ვაჟის ქმედებებს ჩუმად აკვირდება და იცინის. ნახეთ დედა-შვილის უთბილესი ვიდეო...

თვითიზოლაციაში მყოფი მშობლები და შვილები გასართობად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. კალაძეების დიდ ოჯახში ჟრიამული არ იკლებს. ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოს მიხედვით, პატარა ვაჟებთან დიდ დროს დიზაინერი დედა ატარებს. ბიჭები ერთად მხიარულობენ, ზოგჯერ სხვადასხვა საგანში ემზადებიან, უფრო ხშირად კი ერთ ოთახში ერთმანეთზე ზრუნავენ. ამ ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ანუკი არეშიძისა და თბილისის მერის სახლის დიზაინმაც მიიპყრო დამსახურებული ყურადღება. უკანასკნელი ვიდეო ღიმილს მოგგვრით. პატარა ნიკოლა ცელქობს და დედას მოსვენების საშუალებას არ აძლევს.

რამდენიმე წელია ანუკი არეშიძის მიმართ ყურადღება არ წყდება. ამ ოჯახის გარშემო უამრავი დაინტერესებული ადამიანია. ამბობენ, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მერს კახა კალაძეს სამოსს მეუღლე ურჩევს. შედეგად – პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე ნამდვილად ექსტრავაგანტულად გამოიყურება და მასმედიის ყურადღებას იქცევს, თუმცა არა მხოლოდ ჩაცმის სტილით, არამედ სკანდალური განცხადებებითაც. ანუკი არეშიძე მეუღლესთან შედარებით მეტი სიფრთხილით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ის უამრავი რეიტინგული გადაცემის სასურველი სტუმარია. ოთხი შვილის დედა შეუდარებლად გამოიყურება. სოციალურ სივრცეშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ვაჟების სურათებსა თუ ვიდეოებს სულ უფრო და უფრო ხშირად აქვეყნებს. მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო კალაძეების ოჯახში მხოლოდ თბილისის მერი განაგრძობს საგანგებო ვითარებაში მუშაობას.

View this post on Instagram

👨‍👦‍👦❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. თუმცა ევროპაში მოულოდნელად გავრცელებული კორონავირუსის გამო მიმოსვლა დროებით აიკრძალა. ახლა ცნობილი ოჯახის შვილები წყნეთის აგარაკის ეზოს არ სცდებიან. ამიტომ ბიჭუნები უფრო დაახლოვდნენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის გახდა, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. მათ შორის ყველაზე პატარას ნიკოლას სახეს ერთ წლამდე არ აჩენდნენ. ბიჭები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკი არეშიძის „ფოლოვერები“ ხშირად აღნიშნავენ. საზოგადოებას მხიარულ ვიდეოებსა და ფოტოებს ანუკი არეშიძე უზიარებს. კახა კალაძე კი საკუთარ გვერდზე უფრო ვიდეობს აქვეყნებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა ოთხ ვაჟთან ერთად გადაღებული მიმზიდველი კადრების გაზიარებასაც არ წყვეტს. ოჯახი ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ხშირად ჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0