Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კესარია აბრამიძემ მკერდის მორიგი ოპერაცია გაიკეთა? -  ნახეთ როგორ გაეზარდა ბიუსტი

© Photo: Kesaria Abramidze / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ტრანსგენდერი ქალი დიდი სკანდალებითა და ხმაურით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ შეყვარებულს დაშორდა. წინა თვის მიწურულს კი, ახალ პარტნიორთან ერთად მილანში იმოგზაურა. ექსპერიმენტების მოყვარულმა ფოტომოდელმა უახლესი სურათი გამოაქვეყნა

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებს ემეგობრება და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს. მათ სიას უერთდება ლელა წურწუმია, რომელთანაც კესარია ყველაზე დიდ დროს ატარებს. სულ ცოტა ხნის წინ კი, ფოტომოდელმა ნახევრად უკრაინელი დედა პოპ-დივას გააცნო. ულამაზესი ქალბატონების ფოტო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა.

კესარია აბრამიძის გარეგნობაზე ბევრს და დაუდრულებლად საუბრობენ. კესარიამ საჯაროდ აღიარა, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. ბავშვობის სურათებზე დაყრდნობით, ფოტომოდელს სახეზე ცვლილებები მხოლოდ ესთეტიკური ცენტრის დახმარებით აქვს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ამის დასამტკიცებლად კესარია ტომოგრაფიის გადაღებაზეც კი დათანხმდა, რომლის შედეგებიც ტელეწამყვანმა ია ფარულავამ საზოგადოებას გააცნო.

View this post on Instagram

#milano

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

ფარულავას თქმით, ქირურგის დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ ქირურგიული ჩარევა კესარიას სახის არეზე არ შეინიშნება, თუმცა ქვედა ტუჩის და ღაწვების მიდამოებში მცირე ნაწიბურები შეინიშნება. „ქვედა ტუჩზე ფილერი მაქვს. ასევე მაქვს ფილერი ღაწვებზე. ძალიან მიყვარს ფილერი“, – აღიარა კესარიამ. მისი თქმით, გაკეთებული აქვს ასევე საჯდომის კორექცია და მკერდიც.

ყველა ახალი ამბავი
0