70 წელს გადაცილებული პენსიონრები აპრილის პენსიებს წინასწარ მიიღებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliხანდაზმული ქალი
ხანდაზმული ქალი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 მარტს გახდება ცნობილი, როგორ უნდა ისარგებლონ პენსიონერებმა აღნიშნული პროგრამით ისე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მათი ბანკში მისვლის საჭიროება.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, რომლებიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხრივ ყველაზე სარისკო ჯგუფში შედიან, შესაძლებლობა ექნებათ, აპრილის თვის პენსიები წინასწარ მიიღონ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.  

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულებიდან ორი ხანდაზმულია და ისინი მძიმე პაციენტებად მიიჩნევიან. მთავრობა მოუწოდებს, 70 წელს გადაცილებულ პირებს სახლებში დარჩნენ.

„ლიბერთი ბანკი“ - Sputnik საქართველო
„ლიბერთი ბანკის“ ვადაგასულ სოციალური ტიპის ბარათებს მოქმედების ვადა უგრძელდება

სპეციალური პროგრამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადეს.

23 მარტს გახდება ცნობილი, როგორ უნდა ისარგებლონ პენსიონერებმა აღნიშნული პროგრამით ისე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მათი ბანკში მისვლის საჭიროება.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად „ლიბერთი ბანკი“ საკუთარი კაპიტალიდან 100 მლნ ლარს გამოყოფს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით, ახალი კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარულ ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი უწევს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0