დავითაშვილი: რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში, ყოვლად მიუღებელია

© photo: Sputnikრიგები სუპერმარკეტებში
რიგები სუპერმარკეტებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილია აჟიოტაჟი, მოსახლეობა აქტიურად იმარაგებს სურსათს.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება, საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ასე რომ, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება, განაცხადა საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ლიბერთი ბანკი“ - Sputnik საქართველო
„ლიბერთი ბანკის“ ვადაგასულ სოციალური ტიპის ბარათებს მოქმედების ვადა უგრძელდება

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილია აჟიოტაჟი, მოსახლეობა აქტიურად იმარაგებს სურსათს.

მინისტრის  განცხადებით, მიუღებელია ის, რაც სასურსათო მაღაზიებში ხდება, რადგან ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს.

„ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ, მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი შემოდის ჩვეულ რეჟიმში.

„გვქონდა შეხვედრა ფაქტობრივად ყველა სექტორთან და იმ ცხრა პროდუქტთან ერთად, არ გაიზრდება პურის ფასიც. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარანტირებული იქნება სურსათის მიწოდება ქვეყანაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცარიელი რკინიგზის ვაგზალი - Sputnik საქართველო
ივანე მაჭავარიანი: ასეთი პრობლემები ეკონომიკაში 100 წელიწადში ერთხელ ხდება

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49  შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0