„ლიბერთი ბანკის“ ვადაგასულ სოციალური ტიპის ბარათებს მოქმედების ვადა უგრძელდება

© photo: Sputnik„ლიბერთი ბანკი“
„ლიბერთი ბანკი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49  შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. დღეიდან „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში ბარათის (პინ კოდის) მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მაისის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის პირველ ივლისამდე გაუგრძელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცარიელი რკინიგზის ვაგზალი - Sputnik საქართველო
ივანე მაჭავარიანი: ასეთი პრობლემები ეკონომიკაში 100 წელიწადში ერთხელ ხდება

აღნიშნულის შესახებ  „ლიბერთი ბანკმა“ და საქართველოს მთავრობამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი მომხმარებლისთვის, კიდევ უფრო გავამარტივეთ პროცედურა და შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება. „ლიბერთი“ ყოველდღიურად აგრძელებს ზრუნვას და დღეიდან, ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელი ნაწილი, პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები მომხმარებლები შეუფერხებლად ისარგებლებენ „ლიბერთის“ ბარათებით“, – განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

„ლიბერთის“ ინფორმაციით,  სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში სოციალური ტიპის ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით უკვე გაუგრძელდათ.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49  შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0