საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რა შეზღუდვები წესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliდაცარიელებული თბილისი
დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სისწრაფის შენელების მიზნით საგანგებო მდგომარეობა ერთ თვეს გაგრძელდება

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს იმოქმედებს.

 საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით, 21 აპრილამდე  გამოცხადდება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ დღეს მიმართა პრეზიდენტს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.

გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვები მოიცავს შემდეგ სფეროებს:

-        იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.

-        საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

-        დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული სერვისები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები.

-        საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო საიზოლაციო სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

-        იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

-        მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

-        აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

-        მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.

-        საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.

-        საქართველოს სასამართლოს სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს დისტანციურად.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ შეეხება მედიას.

 

ყველა ახალი ამბავი
0