Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ხშირად ხედავდა ევროპის დაცარიელებულ ქალაქებს“ – მომღერლის თქმით, უწმინდესს სიზმარი აუხდა

© photo: courtesy of Gogita Gogidzeგოგიტა გოგიძე და დათო არჩვაძე სტუდიაში "იმღერე რამე"
გოგიტა გოგიძე და დათო არჩვაძე სტუდიაში იმღერე რამე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიზმრის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ისაუბრა. მისი თქმით, ჰქონდა ხილვა, რაც არის ნიშანი, რომ ღვთის და ჯვრის ძალით ადამიანი ამ სენზე გაიმარჯვებს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მომღერალი დათო არჩვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიზმრების შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, ახდა.

ცარიელი რკინიგზის სადგური - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პირი გარდაცვლილის წლისთავზე იმყოფებოდა

„უწმინდესის სიზმარი… ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ხედავდა ევროპის დაცარიელებულ ქალაქებს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს“, – წერს მომღერალი.

უჩვეულო სიზმრის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ისაუბრა. მისი თქმით, ჰქონდა ხილვა, რაც არის ნიშანი, რომ ღვთის და ჯვრის ძალით ადამიანი ამ სენზე გაიმარჯვებს.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

„მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთისა და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის”, – აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 43, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0