თურქეთიდან დაბრუნებული 50 საქართველოს მოქალაქე კარანტინს საირმეში გაივლის

© Sputnik / STRINGERთვითიზოლაციის წესების დამრღვევთა დაკავება
თვითიზოლაციის წესების დამრღვევთა დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმერეთის რეგიონში არსებულ სამ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 275 მოქალაქე იმყოფება, წინა დღეების მსგავსად, დღესაც დაფიქსირდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სტამბოლიდან ჩამოსულ 50 საქართველოს მოქალაქეს საირმეს საკარანტინო სივრცეში  მოათავსებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დღის მანძილზე საკარანტინო სივრცეებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით არავინ გადაუყვანიათ. თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კი ერთი მოქალაქე სამართალდამცველებმა საირმის საკარანტინო ზონაში ჩაიყვანეს.

იმერეთის რეგიონში არსებულ სამ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 275 მოქალაქე იმყოფება.

უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა

თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევა დღეს დაფიქსირდა ასევე ოზურგეთში, სადაც ერთ-ერთ ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში სამი მოქალაქე თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა მეზობლების მტკიცებით, ისინი იზოლაციის წესებს არღვევდნენ და ბინაში რეალურად არა სამი, არამედ ექვსი პირი ცხოვრობდა.

„ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ მეზობლების მომართვაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით, ექვსივე პირი გადაგვყავს აჭარაში, საკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.

საქართველოში 19 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 პაციენტია მოთავსებული. საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 1592 ადამიანია.

ხვალიდან ქვეყანაში იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა.

18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

ხორბალი - Sputnik საქართველო
საქართველოში 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა

ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ეკლესიებში დეზინფექცია ტარდება, ზოგიერთი კონფესიების ტაძრებში მსახურება გაუქმებულია.

საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადამდელი დახურვის შესახებ გამოაცხადა.

რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები. დაიკეტა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი.

მუშაობა შეწყვიტა დედაქალაქის ღამის კლუბებმა. დაიკეტა ყველა სპორტული დარბაზი და სპა-ცენტრი. შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები. გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა. მთავრობის რეკომენდაციებით იხურება სილამაზის სალონები, კაფეები, ბარები, გასართობი ცენტრები, კაზინოები და ტოტალიზატორები.

 

ყველა ახალი ამბავი
0