უცხოეთში ექიმების  მეთვალყურეობის ქვეშ საქართველოს 20 მოქალაქე იმყოფება

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიმადრიდი
მადრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობას იმ თანამემამულეებთან, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია იქნება.

 

თბილისი, 19 მარტი — Sputnik.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საქართველოს დაახლოებით 20 მოქალაქე იმყოფება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით ანტიკრიზისული პროგრამისთვის თანხებს ეძებს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქართველი ეპიდემიოლოგები  და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირში იქნებიან როგორც უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე მედპერსონალთან.

 „საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მონიტორინგს ახორციელებს – ძირითადად ევროპაში. კლინიკებში მოთავსებულია საქართველოს დაახლოებით 20 მოქალაქე, თუმცა ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით  თვითიზოლაციიდან 197 ადამიანი  გამოვიდა. ამ დროისთვის გამოკვლეულია 238 ადამიანი, რომელთაც  კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან,  „ცხელ ხაზზე“  დაახლოებით 10 ათასი ზარი განხორციელდა. კარანტინში 1592 ადამიანი იმყოფება, გამოჯანმრთელდა ერთი, 262 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ადრე ინფექციონისტებმა და ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ახლო მომავალში ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი. სპეციალისტები ასევე ელოდებიან ინფექციის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევებს – როდესაც პაციენტებმა არ იციან ინფიცირების წყარო, რაც შეიძლება ეპიდემიაში გადაიზარდოს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ესპანეთში - Sputnik საქართველო
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით ჩაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში ზოგიერთი მსახურება გაუქმდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთის კურორტებზე სეზონი ვადაზე ადრე დასრულდა. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება. დაიხურა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი.

მუშაობა შეწყვიტა თბილისის ცნობილმა ღამის კლუბებმა. გაუქმდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები. სილამაზის სალონებმა, კაფე-ბარებმა, გასართობმა ცენტრებმა, სამორინეებმა და ტოტალიზატორებმა საქართველოს მთავრობისგან მუშაობის შეწყვეტის რეკომენდაცია მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0