Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ტესტი გავიკეთეთ...“ - ქეთი ჟღენტი და მისი მილიონერი ქმარი თვითიზოლაციაში არიან

© Facebook / Lika Shengeliaქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თვითიზოლაციაშია, ამის მიზეზი კი ცოტა ხნის წინ მისი და მისი მეუღლის მალდივებზე ყოფნა გახდა

მოდელი ქეთი ჟღენტი და მისი ბიზნესმენი მეუღლე თოშა ქებუია თვითიზოლაციაში არიან. ამის შესახებბ ცოტა ხნის წინ მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ განაცხადა. წყვილი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა მალდივებიდან, სადაც დასასვენებლად იმყოფებოდნენ. როგორც ქეთიმ აღნიშნა, ტესტი კორონავირუსზე უკვე გაიკეთეს და მისი პასუხი უარყოფითია, თუმცა თვითიზოლაციაში მაინც არიან.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს სექტემბერში მე­ო­რე შვი­ლი შეეძინათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის მანამდე, 2018 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

View this post on Instagram

Sunkissed🤎

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

„თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით Katie, marry me, გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა“, – იხ­სე­ნებს ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

View this post on Instagram

Heaven🌊

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

ყველა ახალი ამბავი
0