Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ხელს ნუ მიშლი...“ – ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძეს მიმართავს

© Photo: janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მოდელი უფრო მეტად ცნობილი ნოე სულაბერიძესთან დაქორწინების შემდეგ გახდა. პროდიუსერის მესამე ცოლი დიდ ინტერესს იწვევს.

მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა „ინსტაგრამზე“ კორონავირუსისგან თავის დასაცავად პირბადიანი ფოტო გამოაქვეყნა და ხალხს ელემენტარული წესების დაცვისკენ მოუწოდა, რაზეც ცნობილმა მეუღლემ, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ასეთი კომენტარი დაუწერა: „მადლობა ჟანეტ, თავს გაუფრთხილდი, ყველაფერი კარაგდ იქნება (შენი) ღმერთი“. „ხელს ნუ მიშლი ხალხის მოტივირებაში“ – უპასუხა ჯანეტმა.

ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილს პატარა გოგონა იანვარში შეეძინა. „მის საქართველომ“ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. ცნობილი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ნიჭიერმა და საინტერესო პროდიუსერმა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად მესამე ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლად დაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა.

View this post on Instagram

🤎+🤎=👶🏻 #happyvalentinesday #loveistheanswer #georgia #love #forever

A post shared by Janeta Ker (@janeta_ker) on

საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. ჯანეტი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს აქტიურად ესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანე მამაკაცად მიიჩნევენ და მისი ყოფილი ოჯახები არც ისე მყარი გამოდგა, ჯანეტთან ურთიერთობამ ნოე შეცვალა. ბევრი თაყვანისმცემელი მათ გარეგნულ მსგავსებას ამჩნევს და აღნიშნავენ, რომ ნოე და ჯანეტი და-ძმას უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოლ-ქმარს. ჯანეტის ფეხმძიმობა დიდი განხილვის საგანი გახდა. მომხმარებლები კამათობდნენ – გოგო ეყოლებოდა თუ ბიჭი ვარსკვლავურ წყვილს. „პრაიმ შოუში“ წყვილმა ერთად გაიგო, ვის ელოდებოდნენ ისინი.

ყველა ახალი ამბავი
0