პრემიერი: არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არის დამშვიდების საფუძველი

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ბოლო დროს განხორციელებული ღონისძიებებისა, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არის დამშვიდების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდნენ დაავადების ინფექციის განვითარების, იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, „დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე“, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: შუქის ჩაქრობა და ლოდინი ძალიან მარტივია, მაგრამ რა ფასი ექნება ამას?

„ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა, ჯანდაცვის სისტემა კარგ ფორმაშია დღევანდელი მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს. ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტი, ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპის შეზღუდვები ეფექტურად გავატარეთ სასწავლო დაწესებულებებში, რესტორნებში, პენიტენციურ სისტემაში. მოხდა დისტანციურ შრომაზე გადასვლა. ბევრი რამ იყო გაკეთებული და ახლა გამოწვევები იზრდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიამ შესაბამის უწყებებს დაავალა სოციალურად დაუცველებისთვის და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის შექმნან მექანიზმი, რომელიც მათ იმ მომსახურებას შესთავაზებს, რომელიც ყოველდღიურად ესაჭიროებათ.

კორონავირუსი საქართველოში: საჭირო კონტაქტები>>

„მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად ეკონომიკის სამინისტროს და ფოსტას დაევალა ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს იმ მომსახურების გაწევას, რომელიც მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირი - Sputnik საქართველო
საკარანტინო წესების დარღვევაზე დამატებითი სანქციების დაწესება იგეგმება

პერმიერ-მინისტრის თქმით, საჭიროა სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპა-ცენტრების ფუნქციონირების შეზღუდვაც.

„ესეც ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეზღუდვის გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში, რაც მოგვცემს საშუალებას, ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, – აღნიშნა გახარიამ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 34 ადამიანია, ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0