ვითარება გზებზე: მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. დიდთოვლობამ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
თოვა და ქარბუქი: საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

კერძოდ, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი–კორბოულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე ქარბუქისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი–კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36,5 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ვერონა–შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0