ნათია თურნავა: ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი ნაბიჯია

© courtesy of RedCoგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. მთავრობამ ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ზურაბიშვილი ჯანმოს გენერალურ დირექტორს კორონავირუსთან დაკავშირებით ესაუბრა>>

„საგანგებო შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადაზე ადრე დავხურავთ სეზონს ზამთრის კურორტებზე. დავალება უკვე გავეცი და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება ტექნიკის კონსერვაცია და დასაწყობება. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია ვირუსის გავრცელების პრევენციასთან მიმართებით.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
18 მარტიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირით იკრძალება

ამას გარდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოს საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორი კვირის განმავლობაში აკრძალული იქნება.

მთავრობა კაფეებსა და ბარებს აძლევს რეკომენდაციას, შეზღუდონ მუშაობა, რომელიც მოქალაქეების მომსახურებას უკავშირდება. მთავრობის რეკომენდაციაა – მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ადამიანებთან.

60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა მათი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. დამატებით ამის თაობაზე საქართველოს მოქალაქეებმა დღეს მობილურ ტელეფონებზე შეტყობინება მიიღეს.

პაციენტი №2 გამოჯანმრთელების გზაზეა – როგორია დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა>>

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანია, სტაციონარებში კი 54 პაციენტია მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0