კორონავირუსის გამო საქართველოში ელექტრონული ბიბლიოთეკებით სარგებლობა უფასო გახდა

© Sputnik / STRINGERახალგაზრდა ნიღბით
ახალგაზრდა ნიღბით - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოში ინტერნეტ-ბიბლიოთეკა lit.ge-ზე 2 ათასზე მეტი ელეტრონული წიგნის წაკითხვა უფასოდ არის შესაძლებელი. ამ შესაძლებლობით წიგნის მოყვარულები ერთი თვის განმავლობაში ისარგებლებენ.

ამ პერიოდში შესაძლებელია გამომცემლობების „პალიტრა L“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონული წიგნის, როგორც მხატვრული, ისე სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვა. წიგნები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
18 მარტიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირით იკრძალება

ამ ინიციატივას მიესალმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი სახოკია. მან ვებ-გვერდსა და გამომცემლობებს მადლობა გადაუხადა და აქციაში მონაწილეობისკენ სხვა დაწესებულებებსაც მოუწოდა.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე შექმნილი ვითარების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ის სოლიდარული პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს... ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც არდადეგები არის გახანგრძლივებული და სასწავლო პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით შეჩერებულია“, – აღნიშნა სახოკიამ.

საგარეო უწყება უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს>>

ამ ინიციატივის ფარგლებში „პალიტრა L“-მა სტუდენტებს 200-მდე უფასო აუდიოწიგნი შესთავაზა პლატფორმაზე www.gudabooks.ge.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 16 მარტისთვის

სოლიდარობის აქციას შეუერთდა ასევე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ამასთან, www.sulakauri.edu.ge-ზე რეგისტრაციის შემდეგ პედაგოგებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ გადმოტვირთონ სახელმძღვანელოები და დამატებითი მასალები, მათ შორის, აუდიოსერვისები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანია, სტაციონარებში კი 54 პაციენტია მოთავსებული.

მთავრობამ 11 მარტს, კორონავირუსის საფრთხის გამო, სასკოლო არდადეგების 1 აპრილამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0