აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში  ევროპის ერთ–ერთი ქალაქიდან 12 მარტს ჩამოფრინდა და  კარანტინში იყო მოთავსებული. 

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ. 

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავისუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33–მდე გაიზარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში  ევროპის ერთ–ერთი ქალაქიდან 12 მარტს ჩამოფრინდა და  კარანტინში იყო მოთავსებული. ამ დროისთვის პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებულ მოქალაქეს სხვა ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია. კარანტინში ყოფნის დროს მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში. 

„დღეს აჭარაში დაგვიდასტურდა იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა. ჩვენი მედიკოსები აკეთებენ ყველაფერს და მდგომარეობა არის სტაბილური. მთლიანად მთავრობა მუშაობს იმ რეკომენფდაციების გათვალისწინებით, რაც გვაქვს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ პანიკას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

15 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის, 3 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. შესაბამისად, აჭარის შემთხვევაც, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ სტატისტიკაში შედის. კარანტინის რეჟიმში – 637 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ყველა ახალი ამბავი
0