Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კარანტინში მწვადებს არ მოგაკლებთ“ - მარიამ გეგუჩაძის ბაბუა შვილიშვილს ამშვიდებს

© Photo: Nanuka Zhorzholiani / FBნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე
ნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე წლებია საფრანგეთში ცხოვრობს. აქტივისტი პარიზში სწავლობს. სწორედ პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მოხვდა მარიამი სავალდებულო კარანტინში კორონავირუსის გამო

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ცნობილი ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე გუშინ პარიზიდან ჩამოფრენის შემდეგ კარანტინში გადაიყვაანეს. ინფორმაციას მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, თვითმფრინავში გაიგო, რომ სავალდებულო კარანტინში უწევდა გადაყვანა, რაშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. „ძალიან დიდი მადლობა პოლიციელებს რომლებიც ყველანაირად ცდილობენ , შეგვიმსიბუქონ მდგომარეობა. ძალიან თბილად გვეკონტაქტებიან და ყველანაირად ცდილობენ, როგორც კი რამე ახალი ინფორმაცია ექნებათ, მოგვაწოდონ, რასაც ვერ ვიტყვით მედპერსონალზე“, - წერს მარიამ გეგუჩაძე. შვილიშვილის განცხადებას მალევე უპასუხა მისმა ბაბუამ, ნანუკა ჟორჟოლიანის მამამ, ზურაბ ჟორჟოლიანმა. მან გოგონა გაამხნევა და უთხრა, რომ ორი კვირა მალე გაივლის, მანამდე კი მწვადებს და პურ-მარილს არ მოაკლებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებია. ნანუკა და საბა მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.

ყველა ახალი ამბავი
0